ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულ მინისტრს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.