30 აგვისტო 2026,   12:02
ვრცლად
"გოჩას პრიზის" 7 მფლობელი ცნობილია: ნომინაციაში - "ყველაზე თავდადებული" "კურიერის" ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ გაიმარჯვა

"რუსთავი 2" "რუსთავი2-ს" უბრუნდება - ამ გზავნილით ტელეკომპანია 27 წლის იუბილეს აღნიშნავს და ახალი, მრავალფეროვანი სეზონისთვის ემზადება.

1 ივნისი არხის თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი დღეა, ტრადიციის შესაბამისად, საუკეთესო კადრის ავტორებს გოჩა რამიშვილის ჯილდო გადაეცათ. არხის მთავარი ღონისძიება - "გოჩას პრიზი" ცოტა ხნის წინ დასრულდა. გამოვლინდა 7 ნომინანტი და 7 გამარჯვებული: საუკეთესო მონტაჟი, ყველაზე საუკეთესო კადრი, საუკეთესო stand up-ი - ეს ის არასრული ჩამონათვალია, სადაც "რუსთავი 2-ის" თანამშრომლები დაჯილდოვდნენ.

"სარისკო კადრისთვის" გოჩას თასი "კურიერიდან" აიღო დიტო არქანიამ. "საუკეთესო ფიჩერსი"– ("დილა უქმეებზე") ნიკა რთველიაშვილმა აიღო. "საუკეთესო სთენდაფისთვის" "კურიერის" თანამშრომელი ნიკა ლეჟავა დაჯილდოვდა. "საუკეთესო მონტაჟისთვის" თამო შალოშვილს გადაეცა პრიზი. "საუკეთესო რეპორტაჟისთვის" "შუადღიდან" ალექსანდრე ჩივაძე დაჯილდოვდა. "საუკეთესო რეპორტაჟისთვის" კი კახა ქელდიშვილი. გრან-პრის მფლობელი ნიკა ლებანიძე გახდა.

ნომინაციაში "ყველაზე თავდადებული" "კურიერის" ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ გაიმარჯვა. 

"გამოცხადდა, რომ ვარ ყველაზე თავდადებული თანამშრომელი, არ ვიცი რით დავიმსახურე იმ ადამიანების გვერდში, ვინც ქმნის რეალურად "კურიერს", იმ ოპერატორების და ჟურნალისტების გვერდში, რომლებიც წლების ისტორიას აგროვებენ და ამ არხის ბიოგრაფიას ქმნიან, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი პატივი. აქ მუშაობის პერიოდში ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც დავიმსახურე და ახლა ძალიან ამაყი ვარ, ძალიან მიხარია და "რუსთავი 2" ჩემთვის არის სახლი, სახლი, სადაც ძალიან დიდ დროს ვატარებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პატივია აქ მუშაობა," - აცხადებს ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა.

გარდა ამისა, "რუსთავი 2" ახალ სეზონს ახალი გადაცემებით იწყებს. ეს არის საკვირაო გადაცემა "პოსტ სკრიპტუმი", რომელიც ეთერში ძალიან მალე განახლებული შემადგენლობით გავა და ასევე არის არაერთი გასართობი გადაცემები, რომელიც "რუსთავი 2-ის" ბადეში სექტემბრიდან ჩაეშვება.

Нет описания.

Нет описания.

Нет описания.

Нет описания.

Нет описания.

Нет описания.

 ÐÐµÑ‚ описания.

დღის ამბები