31 აგვისტო 2026,   20:02
ვრცლად
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - სარმის დროებითი ხიდის მონტაჟი სრულდება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. სარმის დროებითი ხიდის მონტაჟი სრულდება, ლენტეხის სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტით გადაადგილება დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება.

კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია, ამ დროისთვის ხიდთან მისასვლელი გზები ეწყობა. დამონტაჟდება უსაფრთხოების მოაჯირები და შესრულდება ექსპლუატაციაში შეყვანისთვის საჭირო დამატებითი ტექნიკური სამუშაოები.

დროებითი, ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე ტრანსპორტის გადაადგილებას უზრუნველყოფს. იქამდე კი მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.

 

დღის ამბები