"რუსთავი 2"-ის განახლებული "ექიმების" ერთ-ერთი წამყვანის, რევაზ ომიაძის აზრით, პირბადის ტარება კიდევ 2 წელი მოგვიწევს.
ამის შესახებ მან "ღამის კურიერში" საუბრისას განაცხადა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, ეს დრო შეიძლება უფრო მალეც დადგეს.
"ენტონი ფაუჩსაც გაუჭირდება ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენზე, საზოგადოებაზეა დამოკიდებული, არ უნდა დაგვავიწყდეს რეგულაციები, ხელები აუცილებლად ხშირად უნდა დავიბანოთ, გავაგრძელოთ, სულ მცირე, 2 წელი პირბადის ტარება.
სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ეს ამდენ ხანს გაგრძელდება, თუმცა, შეიძლება ვცდებოდე. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიკეთოს ვაქცინა და, იმედია, მალე კორონავირუსის საწინააღმდეგო ფარმაკოლოგიური პრეპარატიც გამოვა მსოფლიო ბაზარზე და ამ ყველაფერმა შეიძლება ეფექტურად დაგვამარცხებინოს პანდემია და მოვიხსნათ პირბადე,"-განაცხადა რუსთავი 2-ის გადაცემა "ექიმების" ერთ-ერთმა წამყვანმა, ექიმმა რევა ომიაძემ.