02 მაისი 2024,   16:32
ვრცლად
სიცილიური კოზა ნოსტრას სასტიკ ბოსს, რომელმაც 11 წლის ბავშვი წამებით მოკლა, 25 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლებენ

სიცილიური მაფიის ბოსი ჯოვანი ბრუსკა, რომლის ერთ-ერთი შემზარავი დანაშაული ბავშვის ცხედრის მჟავით გაქრობა იყო, 25 წლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ჯუზეპე დი მატეო სხვა მაფიოზის 11 წლის შვილი იყო. სასტიკი სასჯელი კი პატარა ბავშვმა მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ მამამისმა ბრუსკას უღალატა. ბრუსკამ მცირეწლოვანი გაიტაცა და იქამდე აწამა, ვიდრე ბავშვი არ გაიგუდა, მისი ცხედარი კი მჟავით გააქრო. 

ბრუსკამ 100-ზე მეტი მკვლელობა აღიარა, მათ შორის მაფიასთან ბრძოლაში იტალიის მთავარი პროკურორის ჯოვანი ფალკონეს მკვლელობაც.

იმის გამო, რომ საზარელ მკვლელობებში ბრალდებული სიცილიელი მაფიის ბოსი სამართალდამცველებთან თანამშრომლობდა და ისინი კოლეგა მაფიოზების კვალზე გაჰყავდა, 25 წლიანი პატიმრობის შემდეგ მას პირობითი სასჯელით 4 წლით ადრე გაათავისუფლებენ. 

ჯოვანი ბრუსკა, რომელიც ახლა 64 წლის არის, ცნობილი სიცილიური მაფიოზური დაჯგუფების - კოზა ნოსტრას ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.  

1996 წელს, დაკავების შემდეგ სასჯელის შესამცირებლად ის მთავარ სახელმწიფო მოწმედ იქცა და იტალიის სამართალდამცავებს ათწლეულების განმავლობაში მომხდარი განგსტერული გარჩევების მთავარი პირები დააჭერინა.  

დღის ამბები