01 სექტემბერი 2026,   16:17
ვრცლად
პედიატრიული პაციენტების ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება განვიხილოთ 2022 წლისთვის - ივანე ჩხაიძე 

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ 2022 წლისთვის შესაძლებელი იქნება 6 თვის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია. 

"6 თვის ზევით ასაკობრივ ჯგუფში მიმდინარეობს კვლევები და სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის ყველა პედიატრიული ასაკი იქნება მოცული და შესაძლებელი იქნება ამ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია, ზუსტად ისე, როგორც გვაქვს გრიპის ვაქცინის შემთხვევაში. გრიპის ვაქცინას ჩვენ 6 თვის ზევით ბავშვებში ვატარებთ.

ჩვენი ქვეყნის მთავარი სატკივარი და საზრუნავი ბავშვები არ გახლავთ ინფიცირების დაბალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, ჩვენი 60%-ის ვაქცინაცია გულისხმობს ხანში შესულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, მათში არის პრიორიტეტული ვაქცინაცია. თუ ჩვენ მივაღწიეთ მიზანს და წლის ბოლოსთვის 60% ან მეტი მოსახლეობის ვაქცინაცია ჩავატარეთ, 2022 წლისთვის, შესაძლებელია უკვე განვიხილოთ პედიატრიული პაციენტების ვაქცინაცია, მით უმეტეს, ამ დროისთვის უკვე ჯანმოს რეკომენდაციაც იქნება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იყოს გამოყენებული პედიატრიულ პაციენტებში,"- განაცხადა "დღის კურიერში" ივანე ჩხაიძემ.

დღის ამბები