ფოთში ბებიის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის გოგო დააკავეს - შვილიშვილს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელის. ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული, 68 წლის დოდო ჯიჯეიშვილი სასიკვდილოდ შვილიშვილმა გაიმეტა თუ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
68 წლის ქალს თავის არეში დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
სავარაუდო მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 112-ში მეზობლებისგან შევიდა, მათ კი საშველად გარდაცვლილის შვილიშვილმა დაუძახა, 23 წლის გოგონამ ადგილზე მისულებს უთხრა, რომ ბებია ავარიაში მოყვა და დაიღუპა, თუმცა პირველადი დათვალიერების შემდეგ თვითმხილველებს და სამართალდამცველებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ დანაშაული ოჯახის წევრმა ჩაიდინა. ადგილობრივები ყვებიან, რომ გოგოს ბავშვობიდან ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ხშირად იყო აგრესიული. ჰყავს მშობლებიც, თუმცა მისი აღზრდა საკუთარ თავზე ბებიამ აიღო.