საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა სენატორებს ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანს "ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული სირთულეები გააცნო. ამის შესახებ მან twitter-ის საშუალებით გააკეთა.
"მქონდა პატივი, მემასპინძლა ამერიკელი სენატორებისთვის ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანისთვის და მათთვის გამეცნო "ბორდერიზაციასთან" დაკავშირებული სირთულეები, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ექმნება და რომელსაც COVID-19-ის პანდემია კიდევ უფრო ართულებს,“- წერს მარეკ შჩიგელი twitter-ზე.