მოძრაობის "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, რკინის ბარიკადებს მიღმა მცხოვრებმა ადამიანებმა, კომპანია "ენკას" გზა გადაუკეტეს, რაც მათი პერსონალური გადაწყვეტილება იყო და კომუნიკაცია მათთან რიონის ხეობის მცველებს არ ჰქონიათ.
"ჩვენ ვართ ბარიკადს აქეთ და რეპრესიის მსხვერპლი ჩვენ თვითონ ვართ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ბარიკადს მიღმა მოსახლეობამ გადაუკეტა კომპანია "ენკას" გზა და ამ პროცესში ჩვენ არ ვმონაწილეობთ. ეს იმ ადამიანების დამოუკიდებელი გადაწყვეტილება უყო, ვინც ამ ბარიკადებს მიღმა ცხოვრობს. ეს არის სოფელ ჟონეთის მოსახლეობა, რომლებთანაც კომუნიკაცია არ გვაქვს. ჩვენ ჩვენს ფარგლებში ვმოქმედებთ, ჩვენ პროვოკაციებს არ ვაპირებთ,"- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.