საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 347 762 შეადგინა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 959 კოვიდინფიცირებული პაციენტი, შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, განკურნებულთა რაოდებობა 331 680 გახდა.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 876 -ია.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში, 30 026 კვლევა ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 527, PCR ტესტით - 14 499.
დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 2.59%, ბოლო 14 დღის - 3.06%, ხოლო ბოლო 7 დღის - 2.9% ფიქსირდება.
ამ დროისთვის ქვეყანაში სულ - 161 947 პირია აცრილი, დღიურად აცრილია 6 317 ადამიანი.