17 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
საწვავის ფასი 3 ლარს ასცდა და ეს გავლენას ახდენს ყველაფრის ფასზე, მინიმალურ ნაბიჯსაც კი არ დგამს ხელისუფლება - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ გორში საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმების მოთხოვნით ბრიფინგი გამართა.

გიგა ბოკერიას თქმით, საწვავის ფასის ზრდა პირდაპირ აისახება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის ფასების ზრდაზე, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას.

"ევროპული საქართველო" კამპანიის სახით მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი, რაც მის ღირებულებას მინიმუმ 40 თეთრით გააიაფებს და  მოსახლეობას ყოველდღიურ წნეხს შეუმსუბუქებს.

"იმ უმძიმეს მდგომარეობაში, რომელიც შექმნილია ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგად და დამატებით ობიექტურად კოვიდის შედეგად ამ დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ მინიმალურ ნაბიჯსაც კი არ დგამს ხელისუფლება, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს წნეხი შეუმსუბუქოს. საწვავის ფასი 3 ლარს ასცდა და ეს გავლენას ახდენს ყველაფრის ფასზე.

ჩვენი ამოცანაა, სანამ ეს სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს, ყველგან შევაწუხოთ, რომ ეს ამბავი შევახსენოთ," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები