19 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
წლის ბოლოს პანდემია აღარ იქნება, საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო წლის ბოლოს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება და პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება. 

"წლის ბოლოს, პრაქტიკულად პანდემია აღარ იქნება, იქნება მხოლოდ ერთეული შემთხვევები, თუმცა ამას კლინიკური სექტორი იმდენად წარმატებით გაუმკლავდება, რომ ამას მოსახლეობა ვერც იგრძნობს. ეკონომიკა იქნება გახსნილი, უკვე დაფიქსირდა ეკონომიკური არნახული ზრდა მაისში და კიდევ უფრო მეტიც იქნება. ან, წლის ბოლოს, საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება,"- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური სურათი თანდათან უმჯობესდება, თუმცა საყურადღებო გარდაცვალების შემთხვევები რჩება. თამარ გაბუნია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

"ეპიდემიოლოგიური სურათი თანდათან უმჯობესდება, თუმცა საყურადღებო გარდაცვალების შემთხვევები რჩება, რომელიც უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც ქვეყანაში პიკური სურათი იყო. ასევე, გრძელდება ვაქცინაციის კამპანია, მონაწილეობა კი, საკმაოდ მაღალია. 5000-მდე მერყეობს იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურად ერთვებიან ვაქცინაციის პროგრამაში. ჯანდაცვის სამინისტრო მასიური ვაქცინაციისთვის ემზადება,"- აღნიშნავს თამარ გაბუნია. 

 

დღის ამბები