დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ზუგდიდშია. ამირან გამყრელიძე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ადგილობრივ კლინიკებში ეცნობა.
ის ენგურის ხიდზეც იმყოფებოდა, სადაც ტესტირებისთვის განკუთვნილი ობიექტები დაათვალიერა. მოგვიანებით ამირან გამყრელიძე არასამთავრობოებს და ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება.