05 მაისი 2024,   19:15
ვრცლად
იერუსალიმში დემონსტრაციის გაშუქებისთვის დაკავებული "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი ისრაელის პოლიციამ გაათავისუფლა
აღმოსავლეთ იერუსალიმში დემონსტრაციის გაშუქებისთვის დაკავებული "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი ისრაელის პოლიციამ გაათავისუფლა.
 
გივარა ბუდეირი შეიხ ჯარაჰში მიმდინარე მიტინგს აშუქებდა, რა დროსაც ისრაელის სამართალდამცველებმა "ალ ჯაზირას" გადამღებ ჯგუფზე იერიში მიიტანეს.
 
დაამტვრეულია ტელევიზიის აპარატურა. ბუდეირის დაპატიმრებას პრესის თავისუფლების დამცველების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
 
დოჰაში დაფუძნებულ უმსხვილეს მედიაქსელში ფიქრობენ, რომ ჟურნალისტის გათავისუფლება სწორედ საერთაშორისო ზეწოლის ხარჯზე მოხდა.
 
გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა "ალ ჯაზირას" განუცხადა, რომ მასზე  ინტენსიური ფიზიკური ძალადობა ხორციელდებოდა.
დღის ამბები