05 მაისი 2024,   20:41
ვრცლად
რომან პრატასევიჩის ინტერვიუს გამო ბელარუსმა პოლიტოლოგმა არტიომ შრაიბანმა ქვეყანა დატოვა

ბელარუსმა პოლიტოლოგმა არტიომ შრაიბანმა ქვეყანა დატოვა. მიზეზი რომან პრატასევიჩის ინტერვიუ გახდა, რომელიც ტერორიზმში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიას მისცა. პრატასევიჩის თქმით, არტიომ შრაიბანი აქტიურად იყო ჩართული ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში.

"ნეხტას" ყოფილი რედაქტორის განცხადება კატეგორიულად უარყო პოლიტოლოგმა არტიომ შრაიბანმა და განაცხადა, რომ რომანმა ბელარუსში მიმდინარე პროცესებში მისი მონაწილეობა გადაჭარბებულად შეაფასა. თვალთვალისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების გამო პოლიტოლოგმა ბელარუსი დატოვა.

3 მაისს ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხმა ეთერში გაუშვა ინტერვიუ, სადაც ოპოზიციური "ნეხტას" ყოფილი მთავარი რედაქტორი არეულობის ორგანიზებას "აღიარებს".

ამავე თემაზე
დღის ამბები