05 მაისი 2024,   18:54
ვრცლად
დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა კვლავ მიიღოს
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლოა, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა კვლავ მიიღოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც რესპუბლიკური პარტიის ყრილობა გაიმართა.
 
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას  ბაიდენის ადმინისტრაცია ამჯერადაც გააკრიტიკა და ისინი დემოკრატიული ღირებულებების გაუფასურებაში დაადანაშაულა. თავის სიტყვაში ტრამპმა აგრეთვე გააკრიტიკა მისი კომპანიების წინააღმდეგ დაწყებული ფინანსური გამოძიება. ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, ეს დემოკრატების მხრიდან მისი დისკრედიტაციის მცდელობაა.
 
ტრამპი "კოვიდ-19-ის" წარმოშობის შესახებ გამოძიების საკითხსაც შეეხო და ჩინეთი ვირუსის გავრცელებაში კვლავ დაადანაშაულა, უფრო მეტიც, ოფიციალური პეკინისგან 10 ტრილიონი დოლარის გადახდა მოითხოვა, რათა შეერთებულმა შტატებმა პანდემიით მიყენებული ეკონომიკური ზარალის აღდგენა მოახერხოს.
დღის ამბები