05 მაისი 2024,   20:00
ვრცლად
"ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად" - სალვადორის პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოდის

სალვადორის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ბიტკოინის ვალუტას ლეგალურად გამოყენებადს გახდის.

თუ ეს გეგმა ქვეყნის კონგრესის მიერ იქნება აღიარებული, ცენტრალური ამერიკის ქვეყანა  პირველი იქნება მსოფლიოში, რომელიც ფორმალურად დაიწყებს ციფრული ვალუტის გამოყენებას.

ის გამოყენებული იქნება ამერიკულ დოლართან ერთად, რომელიც სალვადორის რესპუბლიკის ოფიციალური ვალუტაა.

სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელი ამბობს, რომ  სალვადორის მოქალაქე ემიგრანტებისთვის, რომლებიც აშშ-ში 2 მილიონამდე ცხოვრობენ, სახლებში თანხის გაგზავნა  ბიტკოინის გამოყენებით უფრო ადვილი იქნება.

ასევე პრეზიდენტმა ბუკელმა ფლორიდის კონფერენციაზე თქვა, რომ ამ რეფორმით ქვეყანაში გაიზრდება ინვესტორთა რაოდენობა და ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება.

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები