ნინოწმინდის პანსიონში ორგანიზაცია "ვორლდ ვიჟენის" წარმომადგენლები შევიდნენ. სპეციალისტებისთვის პანსიონის კარი ცოტა ხნის წინ გაიღო. ბოლო ინფორმაციით კი თავშესაფარში ჯერ კიდევ 30-მდე ბენეფიციარი რჩება, კიდევ ორმა ბავშვმა დაწესებულება დღეს დატოვა.
"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ადგილზე ახლა არის 29 ბენეფიციარი, მიმდინარეობს იგივე პროცესი, რაც იყო გუშინ, ანუ შეფასებები, სოციალური მუშაკები მუშაობენ შეფასების პროცესებზე, რომ შეასრულონ დასკვნები, რომლებიც შემდგომში გამოქვეყნდება, ვაკვირდები სიტუაციას, ვაკვირდები, რომ ხელი არ შეეშალოთ სოცმუშაკების მუშაობას," - აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაცია "ვორლდ ვიჟენის" დირექტორი მაია მგელიაშვილი.