ფოთში, ზღვაში, ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მალთაყვის სანაპიროსთან ახლოს წელამდე წყალში იდგა, რა დროსაც იგი დინებამ გაიტაცა.
ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია შესაბამისი სამაშველო ტექნიკაც, თუმცა 26 წლის მამაკაცის პოვნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.