ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 351 954 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 1 128 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 337 023-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 14 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 4 996 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 33 253, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 19 138, PCR ტესტით - 14 115.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,12%, ბოლო 14 დღის - 2,75%, ბოლო 7 დღის - 2,59%.
სულ აცრილია - 191 001, დღიურად აცრილია - 6 184.