04 მაისი 2024,   16:06
ვრცლად
ცემის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს - "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია

ლენტეხში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლის ცემაში უშუალოდ მონაწილე პირებს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე. მას გამოძიება ცრუ ჩვენებას ედავება. მეორე დაკავებული პირი კი, ადგილობრივია. ისინი დაკავებულები არიან 370-ე მუხლით, რაც ცრუ ჩვენებას გულისხმობს.

სოფელ ჩიხარეშში შემთხვევა ხუთ ივნისს მოხდა. ცემის შედეგად 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ცემაში სავარაუდოდ ოთხი პირი ფიგურირებს. ჩხუბის მიზეზად რამდენიმე ვერსია გავრცელდა. მათ შორის ფულის გამოძალვა.

დღის ამბები