19 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
მოსახლეობასთან ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდა, 8 ოჯახს შეუძლია ჩანაცვლების ან ან ზიანის შეფასების მეთოდი აირჩიოს - როგორ გასცემს კომპენსაციებს კომპანია "ჯორჯიან მანგანიზი" 

"ჯორჯიან მანგანეზსა" და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა. სოფელ შუქრუთის მკვიდრებმა, რომლებიც ჭიათურიდან თბილისში იყვნენ ჩამოსულები, აქცია შეწყვიტეს. 8 ადამიანი დედაქალაქში 11 მაისიდან შიმშილობდა. ისინი აცხადებდნენ, რომ მადნის მომპოვებითმა სამუშაოებმა მათი სახლები და ბაღები დააზიანა. ითხოვდნენ ზარალის ანაზღაურებას კონკრეტული ფორმით.

კომპანია "ჯორჯიან მანგანიზის" სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი აცხადებს, რომ კომპანიის შეთავაზებას ახლა პროტესტის ყველა მონაწილე დათანხმდა. 

"საბედნიეროდ პროტესტის ყველა მონაწილე კარგად არის, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედია მალე გაივლიან რეაბილიტაციის კურსს. რაც შეეხება შეთანხმებას, გუშინ გავაფორმეთ ხელშეკრულება, გავაფორმეთ ინდივიდუალური ხელშეკრულებეი. განსხვავებით იმისა რასაც ვთავაზობდით ჩვენ მთელ სოფელს.

ეს პროცესები დაიწყო ჯერ კიდევ 2019 წელს უფრო აქტიურად და 2020 წელს, ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი, სადაც გაიწერა შეფასების ყველა პირობა, როგორ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება და სწორედ ამის შემდეგ მერე ინდივიდუალური ხელშეკრულებები თითოეულ მოსახლესთან. იქ არის ანაზღაურების ჩანაცვლების მეთოდი, რაც გულისხმობს მსგავსი ქონების შექმნას, აშენებას სხვა ადგილზე ისე შეფასებას. ჩვენ მოწვეული გვყავს მოსახლეობასთან შეთანხმებით, დამოუკიდებელი აუდიტორი და მისი დასკვნა არის უკვე სავალდებულო შესასრულებელი იქ დადებული თანხა,"- აცხადებს ნიკოლოზ ჩიქოვანი.

პირობები რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ გულისხმობს ზიანის შეფასებას, არსებული მოდელით და სურვილის შემთხვევაში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩართვით. ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს ხელს აწერს მოსახლეობა და "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური სახელმწიფო მმართველი.

"ამ რვა ოჯახს აქვს საშუალება აირჩიოს, ჩანაცვლების მეთოდი, რაც გაფორმებული აქვს მთელ სოფელთან ან რაც იყო მათი მოთხოვნა, ზიანი შეფასდეს, სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ. ეს არ არის პატარა ცვლილება და კიდევ ერთხელ ვიძახი ჩვენ, ასევე შევთავაზებთ ვისაც სურვილი ექნება, იმათაც კი ვისაც უკვე აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული. კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, ჩვენ ეს ხელშეკრულებშიც გვიწერია და მემორანდუმშიც, ღიადაც ვაცხადებთ, რომ ქონება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხელშეკრულება გაფორმდება და შემდეგ მიიღებენ კომპენსაციას, ქონება რჩებათ ისევ მათ, მესაკუთრეს,"- განმარტა "დღის კურიერში" ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იცვლება ახალი ხელშეკრულებებით 8 ოჯახისთვის, ნიკოლოზ ჩიქოვანი განმარტავს, რომ ხელშეკრულებები კონფიდენციალურია, თუმცა აღნიშნავს, რომ ქონების შეფასების შემდეგ, მსგავსი შეიქმნას სხვა ტერიტორიაზე. როგორც გადაცემაში ჩიქოვანმა თქვა, თუ მოსახლეობა ამ შეთავაზებაზე უარს იტყვის, სამთო დარტყმების შედეგად მიყენებულ ზიანს სამხარაულის ბიური დაითვლის, რასაც კომპანია აანაზღაურებს. 

დღის ამბები