19 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
რეზო გაბრიაძე ანჩისხატის ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით გააცილეს

დღეს დიდი ხელოვანი ანჩისხატის ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე, აპლოდისმენტების და გალობის თანხლებით გააცილეს. "გაბრიაძის ეპოქა" დასრულდა ყველასთვის, როგორც მისი ხელოვნების თაყვანისმცემლებისთვის ასევე კინოსა და თეატრის რეჟისორის კოლეგებისთვისაც.

რეზო გაბრიაძე უყვარდათ თბილისში, საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მსოფლიოში აღიარებულ ხელოვანს, რომელმაც თავი ყველას შემოქმედებით დაამახსოვრა, დღეს, მისი მეგობრები იხსენებდნენ.

თეატრის და კინოს რეჟისორი, მხატვარი, მწერალი, მოქანდაკე - რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა. საქართველო დღეს თავის უდიდეს და განუმეორებელ ხელოვანს დაემშვიდობა. თოჯინების ჯადოქარი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

დღის ამბები