20 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
სენაკში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 24 წლის მამაკაცი დააკავეს

სენაკში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 24 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიება მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

გამოძების ინფორმაციით, ბრალდებულმა, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, სოფელ ხორშისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე 46 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კლინიკაში მკურნალობს. ბრალდებულს კი, რომელიც პოლიციამ მცხეთაში დააკავა, 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები