20 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი გავრცელებას იწყებს - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამიც იწყებს გავრცელებას.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ამ დროისთვის ე.წ. ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.

სამწუხაროდ, მთელ ევროპაში ძალიან იმატებს ინდური შტამის ფუნქციონირება. ჩვენთანაც იმატებს "დელტა" შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც ბრუნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან,"- აცხადებს  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

დღის ამბები