ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნში 70 წლის ტრისტან გოგიჩაშვილი, საკუთარ ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც "რუსთავი 2"-თან საუბარში ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, მამაკაცი, დაახლოებით, 1.5 წლის განმავლობაში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, 5 დღის წინ კი, ქალაქ რუსთავიდან ის სოფელ მოსაბრუნში დაბრუნდა. მისივე თქმით, გარდაცვლილი უსინათლო იყო.
მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.