მუხრანში მომხდარი ტრაგედიის დეტალები - ჩუგუაშვილების ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი თანასოფლელებს უჭირთ, თუმცა მათი თქმით, სავარაუდოდ, ორივე - მოკლული და მკვლელიც შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ.
რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით, დამნაშავემ მამაკაცს დაზიანებები ბლაგვი საგნით, თავის არეში მიაყენა.
შემთხვევა სოფელ მუხრანში 5 დღის წინ მოხდა, დაშავებული პირი გუშინ გარდაიცვალა, მოკლული შუახნის მამაკაცის შვილმა კი დღეს თავი მოიკლა. ადგილობრივები ფიქრობენ რომ, ახალგაზრდა მამაკაცმა მამის სიკვდილი ვერ გადაიტანა და თავი ჩამოიხრჩო.
"საოცარი ადამიანი, კარგად აღზრდილი, ზრდილობიანი იყო. კარგი ოჯახი ჰქონდათ, ვერ აიტანა მამის სიკვდილი იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მშობლებს და შვილს, ამიტომ მოიკლა თავი ეტყობა. დღეს ჩამოიხრჩო თავი," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ცნობისთვის, მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას შუახნის მამაკაცი დავით ჩუგუაშვილი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცის სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია, ის 30 წლამდე მამაკაცია, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით, მკვლელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარეობს.