19 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
საპატრიარქომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ​ამბობს, რომ პროცესებში ჩართულმა თითქმის ყველა მხარემ ბავშვების უფლებები დაარღვია, ამის მაგალითად კი მას სასამართლო მოჰყავს, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციის PHR-ის საჩივრის საფუძველზე პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ანდრია ჯაღმაიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა აღნიშნული გადაწყვეტილება საპატრიარქომ გაასაჩივრა.

"ყველაფერი კარგად არსად არაა. ყველამ ვინც კი იყო ამ საქმეში ჩართული ბავშვის უფლებები თითქმის ყველამ მეტ-ნაკლებად დაარღვია. უფლებები დაარღვია სასამართლომ, გამოჩნდება მალე, ჩვენ სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მეყვსეულად მიიღეს,"- განაცხადა დეკანოზმა.  მისი თქმით, მოსამართლეს არ ჰქონდა ინფორმაცია, რა მდგომარეობაში იყვნენ ის შშმ ბავშვები, რომლებთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებას იღებდა და ამ პროცესში არ იყო არც ფსიქოლოგია დასკვნა წარმოდგენილი.

დღის ამბები