05 მაისი 2024,   20:46
ვრცლად
სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელსაც ბრალდება 17 წლის ასაკში წაუყენეს - საუდელი პატიმრის ოჯახმა ამის შესახებ ინტერნეტით შეიტყო

საუდის არაბეთში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელმაც სავარაუდო დანაშაული 17 წლის ასაკში ჩაიდინა, ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მუსტაფა ჰაშემ ალ-დარვიში სახელმწიფოს წინააღმდეგ პროტესტთან დაკავშირებული ბრალდებებით 2015 წელს დააპატიმრეს. სამართალდამცველები ამბობენ, რომ ის ტერორისტული დაჯგუფების ფორმირებას ცდილობდა, რათა შეიარაღებული აჯანყება მოეწყო. 

უფლებადამცველი ორგანიზაციები მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, დარვიშის სიკვდილით დასჯა გაეუქმებინა. Amnesty International და Reprieve აცხადებენ, რომ მამაკაცმა წამების შედეგად მიცემული აღიარებითი ჩვენება უარყო. 

მათივე ინფორმაციით, ოჯახს სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ მიუღია და სასჯელის შესახებ ინტერნეტის საშუალებით შეიტყო.

"მისი დაჭერის შემდეგ ტანჯვის მეტი არაფერი გვქონია... ეს ცოცხლად სიკვდილია მთელი ოჯახისთვის," - ამბობენ დარვიშის ახლობლები.  

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გასულ წელს განაცხადა, რომ სიკვდილით აღარ დასჯიდნენ პირებს, ვინც დანაშაული არასრულწლოვან ასაკში ჩაიდინა, ამის ნაცვლად მათ, მაქსიმუმ, 10-წლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ.

დღის ამბები