05 მაისი 2024,   18:55
ვრცლად
კიმ ჩენ ინი საკვების დეფიციტს აანონსებს

კიმ ჩენ ინი საკვების დეფიციტს აანონსებს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ამის შესახებ პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

მართალია, ფხენიანი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს საერთოდ არ ადასტურებს, თუმცა სწორედ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით და წყალდიდობის კატასტროფებით ახსნა ქვეყნის მმართველმა მოსალოდნელი დეფიციტი.

ცნობისთვის, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა, მათ შორის - ჩაკეტა საზღვრები და აკრძალა შიდა მოგზაურობა.

დღის ამბები