19 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
რა გახდა ბიჭვინთაში რუსი ტურისტების დაცხრილვის მიზეზი - "სამშიტოვაია როშჩაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში, პანსიონატ "სამშიტოვაია როშჩაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ადგილობრივმა 43 წლის დიმიტრი ფილიამ 14 ივნისს ღამით, პანსიონატის ტერიტორიაზე მდებარე კაფეში მყოფ რუს ტურისტებს პისტოლეტიდან ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც  2 ადამიანი მძიმედ დაიჭრა. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, სროლას წინ უძღოდა მცირე კონფლიქტი, რა დროსაც ფილიას მაგიდასთან მსხდომი ქალების შეწუხების გამო შენიშვნა მისცეს, სწორედ ამის შემდეგ ესროლა მან მაგიდასთან მსხდომ მამაკაცებს.

დაჭრილი რუსი ტურისტები პანსიონატის დირექტორს, რომელიც აცხადებს, რომ ფილია თავად ტურისტებმა გამოიწვიეს და კონფლიქტში ჩაითრიეს, სიცრუეში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ ფილია კაფის მეორე ბოლოდან მივიდა მათ მაგიდასთან და მაგიდასთან მსხდომი ქალების შევიწროება დაიწყო.

"ჯერ ჩხუბი დაიწყო, შემდეგ კი პისტოლეტი ამოიღო. მე არ მესმის, როგორ შეიძლება დაიცვან ისეთი ადამიანი, რომელმაც მას შემდეგ რაც გვესროლა, მჭიდი გამოცვალა და დაჭრილებს ისევ დაგვიმატა. რესტორნის თანამშრომლებს კონფლიქტის დარეგულირება არც კი უცდიათ," - აცხადებს ერთ-ერთი დაჭრილი თიმურ სალიმგარიევი.

მეორე დაჭრილის ალექსანდრ ფილოიანის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ის სამედიცინო ვერტმფრენით ოკუპირებული აფხაზეთიდან კრასნოდარში გადაიყვანეს.

მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ე.წ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან საგანგებო შეხვედრა გამართა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა. ასლან ბჟანიამ მათ ტურსტების უსაფრთხოების ზომების გაძლიერება მოსთხოვა.

დღის ამბები