ბარიკადების მოხსნის შემდეგ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში შესვლა სცადეს, თუმცა მათ ამის უფლება პოლიციამ არ მისცა, რაც გარკვეული საფრთხით ახსნეს.
რიონის ხეობის მცველებს დღეს ევროკავშირის წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა ექნებათ, სადაც დაიგეგმება, რა ფორმით მოხდება ხეობაში დაბრუნება. აქტივისტები ნამოხვანში ძველ ლოკაციაზე კარვების გაშლას და პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.
"მართალია ბარიკადი აღებულია და რაღაც ნაბიჯი გადადგმულია ამ მიმართულებით, თუმცა რა პირობაც იყო, რომ ბარიკადის აღების შემდეგ უნდა გათავისუფლებულიყო გადაადგილება ჩვენთვის, ეს არ იქნება დღეის მდგომარეობით მიღწეული. გვექნება ზუმშეხვედრა და ამ საკითხებს გავივლით იქ. თუ ეს ყველაფერი არ მოგვარდა და პირობები არ შესრულდა, ნაბიჯი წინ ვერ გადაიდგმება," - განაცხადა მოძრაობის "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა.