ათენში მომხდარი გახმაურებული დანაშაული - მკვლელობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეს ბრალდებოდა, გახსნილია.
ცოლის მკვლელობა ქმარმა აღიარა, საქართველოს მოქალაქეს ბრალდება მოეხსნა.
ირკვევა, რომ 20 წლის ახალგაზრდა ქალი მეუღლემ, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ავიახაზების პილოტია, შვილის თანდასწრებით გაგუდა. შემდეგ თავდასხმის ინსცენირება მოაწყო და თავი სკამზე საკუთარი ხელით დაიბა.
პოლიცია კვალზე, მისი ჩვენების მიხედვით გავიდა, რომელშიც მამაკაცის მიერ მიცემული ჩვენებები, საქმეში არსებულ გარემოებებს არ ემთხვეოდა.
"მან ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა. 20 წლის მეუღლის მკვლელობის შემდეგ მან საკუთარი ძაღლი იმის საჩვენებლად მოკლა, რომ სავარაუდოდ არაკეთილსინდისიერი კრიმინალები შეიჭრნენ მათ სახლში. მან გატეხა ფანჯარა და სახლში შექმნა საზარელი დანაშაულის სურათი. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ის დაბმული დახვდა. პილოტმა პოლიციას უთხრა, რომ ბოროტმოქმეdებმა მისი ცოლი მოკლეს, სახლიდან კი ფული გაიტაცეს. პოლიციამ ტექნიკური ექსპერტიზა ჩაატარა სათვალთვალო კამერაზე და აღმოჩნდა, რომ მეხსიერების ბარათი მომხდარ შემთხვევამდე კამერიდან ამოღებული იყო," - აცხადებს საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი.
ავტორი: ხათუნა გაგნიძე