რიონის ხეობაში პოლიცია აქციის მონაწილეებს ჰესის მიმართულებით გადაადგილების უფლებას არ აძლევს. ბარიკადები აღებულია, მაგრამ ცოცხალი ძალა ადგილზე რჩება.
აქციების ორგანიზატორები ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომელთა შუამავლობითაც მოლაპარაკება შედგა, დღეს 17:00 საათზე ონლაინ რეჟიმში შეხვდებიან, რის მერეც სამოქმედო გეგმაზე უნდა შეთანხმდნენ.
"ვნახეთ, რომ ერთი პუნქტი აქედან, ბარიკადების აღება შესრულდა, ჩვენ არ გვეძლევა ხეობაში გადაადგილების საშუალება, ამიტომ არც ჩვენც არ ვატარებთ კომპანიას. ამას გუშინ გარკვეული სპეკულაციები მოჰყვა სახელისუფლებო მხარისგან, რომ თითქოს მათ შეასრულეს პირობები, ჩვენ არ ვასრულებთ და მედიაციას ამითი ვუქმნით საფრთხეს," - განაცხადა "რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა" ვარლამ გოლეთიანმა.