19 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
დაზიანებული კინოთეატრის გადასარჩენად ახალგაზრდებმა ნანგრევებად ქცეული სივრცის აღდგენა საკუთარი ძალებით დაიწყეს  

ბოლნისის კინოთეატრის შენობა დაზიანებულია და წლებია არ ფუნქციონირებს, თუმცა ადგილობრივებმა კინოთეატრის გადარჩენა გადაწყვიტეს.

20-მდე ახალგაზრდამ ნანგრევებად ქცეული სივრცე რამდენჯერმე დაასუფთავა, მათ შორის ერთ-ერთი ლაზარე გობეჯიშვილია, რომელიც ამბობს, რომ კინოთეატრის რეაბილიტაციის იდეა ჯერ კიდევ 2014 წელს გაჩნდა, საჭირო ფინანსების არ არსებობის გამო კი მუშაობა საკუთარი ხელებით მოუწიათ.

ახალგაზრდების ენთუზიაზმს ბოლნისის მერიაში დაპირებით პასუხობენ, სადაც ამბობენ, რომ შენობის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

ავტორი: მარიამ ქუმსიშვილი. 

დღის ამბები