19 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
ხშირია თუ არა კოვიდინფიცირების შემთხვევები ორივე დოზით აცრილებში - როგორ მუშაობს ვაქცინა საქართველოში

როგორ მუშაობს ვაქცინა საქართველოში და ხშირია თუ არა ინფიცირების შემთხვევები ორივე დოზით აცრილებში.

ექიმები ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები არის, თუმცა აცრილებს კორონავირუსი ბევრად მსუბუქად გადააქვთ. პირი კი ვაქცინირებულად ითვლება მაშინ, თუ მეორე დოზის გაკეთებიდან 2 კვირაა გასული.

ირმა ცქიტიშვილს COVID-19 მეორე დოზით აცრიდან 10 დღეში დაუდასტურდა. მისი მოლოდინი, რომ ვაქცინაციის შემდეგ არ დაინფიცირდებოდა, არ გამართლდა, თუმცა ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვს. სიმპტომები ამჯერად მხოლოდ თავის, ყელისა და კუნთების ზომიერი ტკივილია. ირმას აზრით, ინფიცირების მიზეზი ვაქცინირების შემდეგ წესების ნაკლებად დაცვა გახდა.

ირმა ცქიტიშვილის მსგავსად ქვეყანაში კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრის შემდეგ COVID​-19 სხვებსაც დაუდასტურდათ, თუმცა მათი რიცხვი მცირეა და ექიმების თქმით, არცერთი შემთხვევა არ გართულებულა.

მსოფლიო გაიდლაინით ადამიანი სრულად ვაქცინირებული ორი დოზის მიღებიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ ითვლება, საყურადღებოა ისიც, რომ ინფექციისგან 100%-ით დაცვა არცერთ ავტორიზებულ ვაქცინას არ შეუძლია, თუმცა სრულად ვაქცინირებული ადამიანები რომ დაავადების გართულებისგან მაქსიმალურად არიან დაცულები, ამას სხვადასხვა საერთაშორისო კვლევა მოწმობს.

უიშვიათესია შემთხვევები, როდესაც ორჯერადად ვაქცინირებულებთან COVID​-19 გართულებული ფორმით მიმდინარეობს და ამის გამო ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. ექიმების თქმით, ასეთი შემთხვევა საქართველოში ჯერ არ ყოფილა.

დღის ამბები