დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება - რეგულაციების შემსუბუქების შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.
პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო რჩება დახურულ შენობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაადგილებისას. პირბადის ტარებას მოქალაქეებს კანონი ავალდებულებს, რომლის დარღვევის შემთხვევაში პირს ეკისრება ჯარიმა - 20 ლარის ოდენობით.
პრემიერის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ღამის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც უქმდება. 1 ივლისიდან, ე.წ. კომენდანტის საათი სრულად გაუქმდება.