17 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
სად არის ვაქცინა? ჯანდაცვის მინისტრს მივმართე ყველა მიმოწერა გაესაჯაროებინა, მაგრამ სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს - ანა ნაცვლიშვილი

ვაქცინაციის პროცესში შექმნილი ხარვეზები დღეს პარლამენტში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა. ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას თხოვნით მიმართა, რომ მან პირად კონტროლზე აიყვანოს, რათა დროულად გახდეს საჯარო ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა და ასევე ჩაერთოს სტუდენტების საზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში.

"სად არის ვაქცინა? ადამიანები, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ, მივიდნენ ვაქცინის გასაკეთებლად, გამოაბრუნეს უკან და ვერ ეუბნებიან კონკრეტულ პასუხს, როდის მოხდება ვაქცინირება. მხოლოდ მოქალაქეების 2% არის დღეის მდგომარეობით აცრილი. ეს არის წარმატებული ვაქცინაცია? ეს არის პასუხისმგებლიანი სახელმწიფო? ეს არის კრიზისის მენეჯმენტი? სად არის სახელმწიფოას პასუხები? არა ისეთი პასუხები დერეფნებში რომ გარბიან მინისტრები და ძლივს ეწევიან ჟურნალისტები, არამედ პასუხისმგებლიანი, სრულყოფილი, გამჭვირვალე ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ აპირებთ, რა ვადებში, რომელი ვაქცინით და როდის დასრულდება ვაქცინაცია.

პარლამენტში შემოსულია კანონპროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ითხოვს პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის სრული უფლებამოსილების გადაბარებას პანდემიასთან გასამკლავებლად და მთავარი მოტივი რა არის იცით ?! მთავრობა უფრო სწრაფად იმოქმედებს, ვიდრე პარლამენტი და ამიტომ ეს უფლებამოსილება მას უნდა დავუთმოთო.

ეს არის სწრაფი მოქმედება? ეს ხომ არ არის პარტიული თემა, ეს ხომ თქვენს თანამოაზრეებს, ისევე როგორც ჩვენს თანამოაზრეებს და ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ პოლიტიკა, ერთნაირად ემუქრება სიკვდილით? ტკივილიანი სიკვდილისთვის ვწირავთ ადამიანებს და საშინელი დღეებისთვის, იმიტომ, რომ არ გინდათ მუშაობა! კიდევ ერთხელ შევახსენებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, რომელსაც მივმართე, გამოვიყებნე რა კონსტიტუციური უფლებამოსილება, გაესაჯაროვებინა ყველა ის მიმოწერა, რომელიც საქართველოს მთავრობამ აწარმოვა ამ დრომდე ვაქცინის მისაღებად. ეს ინფორმაცია არის საჯარო, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო მას მალავს. ეს არის კანონდარღვევა, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ კი ამავე სესიაზე განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ხელისუფლება ეცდება მოსახლეობის 60% უკვე აცრილი იყოს. 

"იყო ლოჯისტიკური პრობლემები. მე თავს არ ვიმართლებ. დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მკაცრად იყო დავალება პრემიერის მხრიდან გაცემული, რომ პრობლემები სად იყო აღმოგვეჩინა და აღმოგვეფხვრა. შევეცდბეით რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% ავცრათ,"-აღნიშნა ხუნდაძემ.

დღის ამბები