20 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
ზაზა გახელაძეს დღეს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში 34 წელი უსრულდება - მამა შვილის დაბადების დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავს

ზაზა გახელაძეს დღეს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში 34 წელი უსრულდება. რუსი სამხედროების მიერ გატაცებული და დაჭრილი ახალგაზრდის ოჯახი სიმბოლურად საპროტესტო აქციას სწორედ დღეს აპირებს. საკუთარი შვილის დაბადების დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავს ზაზა გახელაძის მამა. ის ამბობს, რომ მისთვის ეს შვილთან შეხვედრის ერთადერთი გზაა.

ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში პატრიარქი ერთვება. ცხინვალის ციხეში მყოფი უკანონო პატიმრის გათავისუფლებაზე ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვს. უკვე მზად არის შესაბამისი წერილიც. ამის შესახებ ინფორმაცია სამთავისისა და გორის ეპარქიების ხელმძღვანელებმა ზაზა გახელაძის ოჯახს თავად მიაწოდეს. სასულიერო პირები სოფელ ქვემო ჭალაში გვიან ღამით იმყოფებოდნენ.

დღის ამბები