25 აპრილი 2024,   22:07
ვრცლად
ანგელა მერკელი კოვიდის წინააღმდეგ მეორე დოზით Moderna-ს ვაქცინით აიცრა, თუმცა აპრილში პირველად AstraZeneca მიიღო

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მეორე დოზით "მოდერნას" ვაქცინით აიცრა, თუმცა ვაქცინის პირველ დოზად მან აპრილში AstraZeneca მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთვარობის წარმომადგენელი ავრცელებს. 

ექსპერტები თვლიან, რომ კოვიდის წინააღმდეგ სხვადასხვა ვაქცინით აცრა შესაძლოა გამართლებული იდეა იყოს, თუმცა წინასწარი დასკვნებისგან მაინც თავს იკავებენ. 

Deutsche Welle-ს ინფორმაციით კი, გერმანია, სადაც AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა ადრე მხოლოდ 60 წელს ზემოთ ადამიანებში იყო დასაშვები, ახლა მის შეთავაზებას ყველა ზრდასრულისთვის გეგმავს.

 

დღის ამბები