საქართველოს კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით 10 კონკურსი გამოაცხადა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თქმით, კონკურსის ფარგლებში ხელი შეეწყობა როგორც ქართული თეატრისა და კინოს პოპულარიზაციას, ასევე თანამედროვე ფერწერის, ქანდაკებისა და ინსტალაციის განვითარებას.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეყო 120 000 ლარი ჯამური ბიუჯეტი. ყველა იმ ადამიანისთვის, კინოს მუშაკისთვის, რომელიც კერძო სტრუქტურის ფარგლებში საქმიანობს, რომ დოკუმენტური ან სამეცნიერო კინოს, პოპულარული ქართული კინოს ხელშეწყობა კულტურის სამინისტრომ კონკურსის გზით შეძლოს. კოვიდფონდის ფარგლებში ჩვენ გამოვყავით მილიონ ექვსასი ათასი ლარი.
საკონკურსოა და ნებისმიერი ინიციატივა იქნება კონკურსში ჩართული იმისთვის, რომ გამოვლინდეს გამარჯვებული," - განაცხადა მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მსურველებს უწყებაში განაცხადის შეტანა 3 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.