ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებას მეზღვაურებთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ეკიპაჟის წევრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში შორეული ნაოსნობის კაპიტნები და წარმატებული მეზღვაურები დააჯილდოვეს. ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსანტებმა კი საჯარო ფიცი დადეს. ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის ლოგისტიკური მიმართულებით.
მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბათუმის ნავსადგურში გაიმართა.