19 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში - შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, სპეციალისტები მოქალაქეებს აფრთხილებენ

კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპის შემდეგ, სპეციალისტები მოქალაქეებს აფრთხილებენ. მათი განცხადებით, აუცილებელია დარჩენილი შეზღუდვების მაქსიმალურად დაცვა, რაც დახურულ სივრცეში პირბადის ტარებასა და შეკრებებისგან თავშეკავებას გულისხმობს. სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების თითქმის 20 პროცენტი ბრიტანული შტამია. ძალებს იკრებს დაავადების ინდური ვერსიაც.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ვირუსის დამარცხების ერთადერთი გზა ეფექტური ვაქცინაციაა. იმისათვის, რომ ქვეყანაში იმუნიზაცია შედგეს, საჭიროა მოსახლეობის 60 პროცენტის აცრა, ამ დროისათვის ეს მონაცემი საქართველოში ექვს პროცენტს არ აღემატება.

ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად, ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს ზღვისპირა ქალაქებში. 2020 წლის საზღვაო სეზონის შემდეგ, რომელსაც ქვეყანაში მესამე ტალღა მოჰყვა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დამსვენებლებსა და ადგილობრივებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

რამდენიმე დღეში საქართველო AstraZeneca-ს 43 000 დოზას ელოდება. ვინც ამ პრეპარატით ერთხელ უკვე აიცრა, შესაძლებლობა ექნება მეორე დოზაც გაიკეთოს. დაახლოებით ორი კვირის პერიოდში კი ქვეყანაში ვაქცინის სხვადასხვა პრეპარატის მილიონი დოზა ჩამოვა და მასობრივი იმუნიზაციის პროცესი დაიწყება. 

დღის ამბები