19 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
სადგერის მოსახლეობა "ენერგო პრო ჯეორჯიას" უჩივის - ადგილობრივები მათი ნაკვეთებიდან მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძების დემონტაჟს მოითხოვენ

საკუთრების ხელყოფა თუ ელექტროენერგიის მისაღებად ჩატარებული აუცილებელი სამუშაოები - საკურორტო ზონაში მდებარე სოფელ სადგერის მოსახლეობა "ენერგო პრო ჯეორჯიას" უჩივის. ადგილობრივები მათ სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებში განთავსებული ელექტროენერგიის გადამცემი ბოძების დემონტაჟს და ალტერნატიულ ადგილზე გადატანას სთხოვენ.

სამუშაოები სოფელში "ენერგო პრო ჯორჯიამ" 2019 წელს დაიწყო. მოსახლეობის ინფორმაციით, ახალი ელექტროგადამცემი ხაზი 35 000 ვოლტის ნაცვლად, 110 000 ვოლტს გაატარებს, რაც, მათივე მტკიცებით, მეტ საფრთხეს და რისკს იწვევს. 

ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის ალტერნატიულ ადგილზე გადატანას არ აპირებს "ენერგო პრო ჯორჯია". კომპანიაში განმარტავენ, რომ ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციისას მოსახლეობის ინტერესი მაქსიმალურად გაითვალისწინეს.

საკურორტო ზონის მოსახლეობა პოზიციის დათმობას არ აპირებს და საჩივრის შეტანას სასამართლოში გეგმავს.

დღის ამბები