01 სექტემბერი 2026,   17:18
ვრცლად
იწვევს თუ არა ალუმინის შემცველი დეოდორანტები კიბოს - ექიმის განმარტება

არის თუ არა უსაფრთხო ალუმინის შემცველი დეოდორანტები - დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას განმარტებით, არანაირი კვლევებით მსგავსი დეოდორანტი კიბოს განვითარების რისკთან კავშირში არ არის. 

"ბოლო პერიოდია ძალიან პოპულარული გახდა ალუმინის შემცველობის გარეშე დეოდორანტების გამოყენება.

მატულობს თუ არა ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ან იწვევს თუ არა ალუმინის შემცველი დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ძუძუს კიბოს?

ამ მითის გავრცელების მიზეზი შემდეგია - გარკვეული წლების წინ პაციენტებს სხივური თერაპიის ჩატარების წინ რეკომენდაციას აძლევდნენ არ გამოეყენებინათ ალუმინის შემცველი ანტიპერსპირანტები რადიაციის დროს, რადგან პოტენციურად არსებობდა რისკი, რომ ალუმინმა შესაძლოა გააღიზიანოს კანი, რომელმაც მიიღო რადიაციის გარკვეული დოზა. შემდეგ რამოდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ალუმინი ამ გაღიზიანებასაც არ იწვევს.

ჩატარებულმა დიდმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა 1600 ადამიანი, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ალუმინის შემცველი პროდუქცია უსაფრთხოა და არ ასოცირდება ძუძუს კიბოს განვითარებასთან.

ასე რომ, გამოიყენეთ ალუმინის ქლორიდის (Aluminum Chloride) შემცველი ანტიპერსპირანტები ოფლიანობის შესამცირებლად, რადგან მხოლოდ ის არის ამ მხრივ ეფექტური და არა სხვა არაფრის მომცემი მცენარეული საშუალებები თუ დეოდორანტები," - წერს "ფეისბუქზე" ზაზა თელია. 

 

დღის ამბები