06 მაისი 2024,   20:53
ვრცლად
ხანძარი რკინიგზის სადგურში - ლონდონში გაჩენილი ცეცხლის შედეგად არიან დაშავებულები

ლონდონის სამხრეთით სარკინიზო სადგურზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

სარკინიგზო სადგურ Elephant and Castle-ზე გაჩენილმა ცეცხლმა ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია, რის გამოც მიმდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ცეცხლის ლოკალიზებას 100-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.

ადგილობრივების თქმით, ტერიტორიაზე რამდენჯერმე გაისმა აფეთქების ხმა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. 

დღის ამბები