ხობის რაიონის სოფელ ქვენოჯიხევში ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მათ სოფელში რამდენიმე დღის წინ დაგებული ასფალტის ხარისხი გააპროტესტეს და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ დაგებული გზა, უკვე იშლება, რაზეც მერიისგან შესაბამის რეაგირებას ელოდებიან.