ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი მაჩვენებელი და სიკვდილობის მომატებული რაოდენობა, შესაძლოა, ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს.
მისივე თქმით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი 10-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
"ბოლო პერიოდში ინდური შტამის კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, რაც მიუთითებს იმას, რომ შტამი ქვეყანაში ცირკულირებს. შეფასებითი მაჩვენებლით, დაახლოებით, 10-დან 20%-მდეა შესაძლო გავრცელება ამ შტამის. ისიც არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილობას უკავშირდება, კავშირში იყოს "დელტა" შტამის გავრცელებასთან," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.