ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საპატრიარქოში იმყოფება. ეკატერინე ტიკარაძე სასულიერო პირებს ხვდება.
საუბრის მთავარი თემა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებული მოვლენები და ბავშვთა სახლის სამომავლო ბედია.
შეხვედრა საპატრიარქოში უკვე ერთი საათია რაც მიმდინარეობს, შეხვედრაზე იმყოფება კარლ ჰარცელი და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
"კურიერის" კამერამ შორენა თეთრუაშვილიც დააფიქსირა, რომელიც სავარაუდოდ შეხვედრას დაესწრება.