საქართველოს მასშტაბით არსებულ საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. გამოცდა კი 9 საათზე დაიწყება.
აბიტურიენტებს პირადობის მოწმობასთან და საგამოცდო ბარათთან ერთად, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი გამოცდაზე არ დაიშვებიან.
ასევე, გამოცდაზე შესვლამდე მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ და თუ რომელიმე აბიტურიენტს დაუფიქსირდება 37 გრადუსი ტემპერატურა, ისინი გამოცდას სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ჩააბარებენ, რითაც თითოეული საგამოცდო ცენტრია აღჭურვილი.
იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც დაუდასტურდათ კორონავირუსი, ან შეიძლება ვირუსის გამოვლენილი სიმპტომები გააჩნიათ, დამატებით საგამოცდო სესიაზე გავლენ.
გაირკვა, რომ 20-მდე აბიტურიენტმა უკვე მომართა საგამოცდო ცენტრებს, რომ მათ აქვთ კოვიდინფექცია და შესაბამისად ისინი დამატებითი საგამოცდო სესიით ისარგებლებენ.
პირველი გამოცდა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით, დღეს გამოცდა ორ სესიად ჩატარდება, მეორე სესია კი ოფიციალურად 14:00 საათზე დაიწყება.